მაშველებმა ყაზბეგში სლოვაკი ტურისტები გადაარჩინეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ყაზბეგში სლოვაკი ტურისტების სამაშველო ღონისძიება განხორციელეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, წარმატებით ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, დაშავებული ტურისტები მყვინვარწვერიდან ჩამოიყვანეს.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შეტყობინება შევიდა , რომ სლოვაკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ორი ტურისტი, მამაკაცი და ქალბატონი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარწვერიდან ჩამოსვლის დროს, ნაპრალში ჩაცვივდნენ და გადაუდებელ დახმარებას საჭიროებდნენ.
შსს-ს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პირველი სამთო- სამაშველო განყოფილების ოთხკაციანი ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილისკენ გაეშურა. მაშველებმა ტურისტები ნაპრალიდან ამოიყვანეს და სოფელ გერგეთამდე მიიყვანეს, საიდანაც დაბა ყაზბეგში ცხენებით ჩამოიყვანეს.
სლოვაკი ტურისტები მოტეხილობითა და სხეულის დაბეჟილობით სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ავტომანქანით ყაზბეგში, ო.ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები