მოსკოვში აღმოჩენილია საპარიკმახერო, სადაც კლიენტებს შიშველი ქალები ემსახურებოდნენ (ვიდეო)

მოსკოვის პოლიციამ ქალაქის ცენტრში საპარიკმახერო აღმოაჩინა, სადაც კლიენტებს ინტიმური ხასიათის მომსახურებას უწევდნენ. იქ მამაკაცების საპარიკმახერო მდებარეობდა, სადაც კლიენტებს თმას შიშველი გოგოები ჭრიდნენ.
გამოძიების ინფორმაციით, დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში კლიენტს შეეძლო თავადაც გაეხადა ტანსაცმელი, ასევე ინტიმური მომსახურება მიეღო.
სალონში ვიდეო ფარულად ერთ-ერთმა კლიენტმა გადაიღო. ასევე პოლიციას მიმართეს სალონის გვერდით მდებარე ბავშვთა აუტიზმის სარეაბილიტაციო ცენტრის ექიმებმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ „საპარიკმახეროს“ რამდენიმე ნასვამი კლიენტი მათი კარის შემტვრევას ცდილობდა, ვინაიდან შესასვლელები აერიათ. როგორც გაირკვა, „ინტიმურ საპარიკმახეროში“ ხშირად რიგები იდგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები