დავით კეზერაშვილის ადვოკატი პროკურატურის ახალ ბრალდებას ეხმაურება

ადვოკატი შოთა მინდელი, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრ დავით კეზერაშვილის ინტერესებს იცავს, პროკურატურის ახალ ბრალდებას ეხმაურება. როგორც მინდელი აცხადებს, მან პროკურატურის ახალი ბრალდების შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებებით შეიტყო.
„სამწუხაროდ, დამკვიდრდა პრაქტიკა, რომ ბრალის წარდგენის თაობაზე მედიიდან ვგებულობთ. პროკურატურიდან არავინ დამკავშირებია. მათ იციან, რომ ვიცავ კეზერაშვილის ინტერესებს, მაგრამ არავის გამოუხატავს სურვილი, ბრალი ჩაებარებინა. მე დავუკავშირდი პროკურორს განცხადების გაკეთების შემდეგ. ჯერჯერობით, იმაზე მეტი ჩემთვის ცნობილი არ არის, რაც გავრცელდა, თუმცა დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ყველაფერი არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და ესეც გახლავთ ერთგვარი შეხსენება იმისა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები გრძელდება კეზერაშვილის წინააღმდეგ და ეს საქმეც ალბათ ჩამოიშლება“, – აღნიშნა კეზერაშვილის ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გამოძალვის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
საგამოძიებო უწყების ცნობით, დავით კეზერაშვილი ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძეს და მის შვილს – ზურაბ ნიჟარაძეს მათი კუთვნილი კომპანიების – BIMEDIA INVESTMENTS LIMITED-ისა და MISSION INVESTMENT LIMITED-ის წილების დათმობას ძალადობის გამოყენებით სთხოვდა. ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, მათ რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ღირებულების აქციები დავით კეზერაშვილის მიერ კონტროლირებად, ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული საწარმოების სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმეს.
ყოფილი თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სსკ-ის 181-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები