ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში 2015 წლის 18 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნების ჩატარება იგეგმება

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი ალექსანდრე ზახარჩენკო აცხადებს, რომ მთელი რესპუბლიკის ტერიტორიაზე 2015 წლის 18 ოქტრომბერს ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება. მისი განცხადებით, ეს მინსკის შეთანხმებების ფარგლებში მოხდება.
გარდა ამისა, ზახარჩენკომ ამ ტერიტორიაზე „თვითმმართველობის განსაკუთრებული რეჟიმი“ შემოიღო. მისი თქმით, 18 ოქტომბერს ქალაქების და რაიონების ხელმძღვანელები აირჩევა. რაც შეეხება დეპუტატების არჩევას, ეს, ზახარჩენკოს თქმით, მოქალაქეების მოთხოვნის და ფინანსური შესაძლებლობების შეფასების შედეგად გადაწყდება.
შეგახსენებთ, რომ მინსკის შეთანხმებების მიუხედავად, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები არ წყდება, თუმცა ამ მოლაპარაკების შემდეგ მათი ინტენსივობა ოდნავ შემცირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები