ნორვეგიაში ბავშვებს 7 წლიდან სქესის შეცვლის უფლება მიეცათ
ნორევგიაში ახალი კანონი შევიდა ძალაში, რომელის მიხედვით 7 წლის ბავშვებს მშობლების თანხმობის გარეშე სქესის შეცვლა შეუძლიათ. ამის შესახებ გამოცემა The Local-ი იუწყება. ეს ყველაზე დაბალი ასაკობრივი ზღვარია ტრანსსექსუალებისთვის, ვინაიდან ევროპის უმეტეს ქვეყანაში სქესის შეცვლა ადამიანს მხოლოდ 18 წლიდან შეუძლია.
„ნორვეგია არის ქვეყანა, რომელიც ამ სფეროში სხვა სახელმწიფოებს მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა, ასე რომ, ეს სიახლე ძალზე მნშვნელოვანია“, – აცხადებენ ნორვეგიის მთავრობის წარმომადგენლები.
როგორც ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, სქესის შეცვლის მსურველმა ბავშვებმა მშობლებთან კონსულტაცია უნდა გიარონ, თუმცა ამის შემდეგ მათ ამ გადაწყვეტოლების მიღება მათთან კონსულტაციის გარეშე შეუძლიათ.