ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად ტელეფონის ნომრები გამოქვეყნდა
ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
როგორც განმარტებაშია აღნიშნული, სამინისტრო მოსახლეობისთვის სატელეფონო ნომრებს აქვეყნებს, სადაც ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით ოპერატორი ნებისმიერ კითხვას პასუხს გასცემს. „ყურადღება!!! ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობას შეუძლია დარეკოს ცხელ ხაზზე: 14 80, 299 11 49, 299 10 41, 299 10 58.“ – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 1 ივლისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ციფრული მაუწყებლობა ამოქმედდა.