თბილისში 20 წლის ბიჭს სახისა და თავის არეში დაზიანებები მიაყენეს

 თბილისში, ატენის ქუჩაზე 20 წლის ახალგაზრდა ბიჭს ბლაგვი საგნებით დაზიანებები სახისა და თავის არეში მიაყენეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაზიანებები მას, სავარაუდოდ, ჩაქუჩით, დანითა და ქვით მიაყენეს.
როგორც ერთ- ერთი თვითმხილველი ამბობს, მან კიბეებზე რამდენიმე ადამიანის ჩამორბენის ხმა გაიგო, დაინახა ისიც, რომ თავდამსხმელებს ხელში ჩაქუჩი ეკავათ. შემთხვევა მის საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა. როგორც „კვირას“ შსს-დან აცნობეს, მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 125-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები