შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1983 წელს დაბადებული ნიკოლოზ კ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 3 აბი და 18 ნატეხი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,061582 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.