თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, ნაძალადევის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, გუდამაყრის, ჩარგლის, ზიგზაგის, დავით გარეჯელის, გლინკას, გვაზაურის, ბოგვის, ლიახვის, რატევანის, შენგელიას, ხორნაბუჯის, ჟინვალის, ნაგომარის და მუხრანის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV და V მიკრორაიონების, ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გედევანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის IV კვარტლის და ნოდარ ბოხუას ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სადგურ ლილოს დასახლების, ედისის, შუამთის, თრიალეთის და ჭირნახულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ქეთევან წამებულის გამზირის, შორაპნის, შირაქის, ცუცხვათის და გარეკახეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კოსტავას, ქუჩიშვილის, ვაშლოვანის, ახვლედიანის, ქიაჩელის და ნიკო ნიკოლაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: პეკინის გამზირის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, ონიაშვილის, კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დაბა კოჯრის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები