მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე დაზიანებულ წყალსადენზე აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია

მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე დაზიანებულ წყალსადენის ქსელზე აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია, – ამის შესახებ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, გადაკეტილი წყალმომარაგებაც, რათა სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყოს.
„მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე დაზიანებულ წყალსადენის ქსელზე აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სადიაგნოსტიკო და საავარიო ბრიგადები უკვე მობილიზებულია ჩუღურეთის რაიონში, მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე. ამ ეტაპზე გადაკეტილია წყალმომარაგება იმ მიზნით, რომ დაზიანებული ქსელი წყლისგან დაიცალოს, რის შემდეგაც, კომპანია ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს დაიწყებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე ასფალტის საფარი ჩაინგრა. აღნიშნულ მონაკვეთზე წყლის მილიც გასკდა. დატბორილია მთელი ქუჩა. ქვეითები გზის მეორე მხარეს გადასვლას ვერ ახერხებენ.
ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური. ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა გადაკეტილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები