მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე ასფალტის საფარი ჩაინგრა – ვიდეო

მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე ასფალტის საფარი ჩაინგრა. აღნიშნულ მონაკვეთზე წყლის მილიც გასკდა. დატბორილია მთელი ქუჩა. ქვეითები გზის მეორე მხარეს გადასვლას ვერ ახერხებენ. როგორც “კვირას” თბილისის მერიაში განუცხადეს, ამ ეტაპზე აღნიშნულ მონაკვეთზე წყლის მიწოდება შეწყვეტილია.
ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური. ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა გადაკეტილია.

11667088_1060909220587679_164850977_n-800x600

11713425_1060909250587676_1929496497_n-800x600

11693037_1060901933921741_367955868_n1-800x600

წყარო: “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები