ეთერ კაკულია დაკრძალეს
ეთერ კაკულია დაკრძალეს. მომღერალს დროებით ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ, შემდეგ კი, თბილისის მერიის და საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა ახალ პანთეონში გადაასვენებენ.
ეთერ კაკულიას მიღებული აქვს სახალხო არტისტის წოდება, მინიჭებული აქვს სხვადასხვა ქალაქის საპატიო მოქალაქეობა და არის პრეზიდენტის ორდენოსანი. მან ქართველი კომპოზიტორების მიერ დაწერილი ორასამდე სიმღერა შეასრულა, რომელთა უმრავლესობაც საზოგადოებისთვის ცნობილ და საყვარელ სიმღერებად იქცა. ეთერ კაკულია ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 26 ივნისს გარდაიცვალა.