მამაკაცმა ხარაგაულში არასრულწლოვანი თანასოფლელი ბიჭი გააუპატიურა – ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ- საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული რეზო ლ. 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ხარაგაულის რაიონის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი თანასოფლელი ბიჭი გააუპატიურა. მომხდარი ფაქტის შემდეგ, არასრულწლოვანმა თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე თვითმკვლელობა სცადა. უგონო მდგომარეობაში მყოფი მოზარდი ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. იგი მეორე დღეს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. გამოძიება 14 წელს მიუღწეველი პირის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 115-ე და 138-ე მუხლის მე-4 ნაწილით “გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები