მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

საბაჟო – გამშვები პუნქტის, „სარფის“ კონტროლის ზონაში მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინის შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.
როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მოქალაქე ბ. ფ.-ის პირადი დათვალიერების შედეგად, მათ 0,343 გრამის ოდენობით ჰეროინი აღმოაჩინეს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს.
28 ივნისს, სგპ „ვალეს“ ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა ჩეხეთის მოქალაქე ე.ს., რომლის კუთვნილი ხელბარგის სკანერით დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა ნარკოტიკული ნივთიერების (ტრამადოლი) შემცველობის პრეპარატი Tramal – 6 აბი. ნარკოტიკული ნივთიერების (კოდეინი) შემცველობის პრეპარატი Acetaminophen Codeine – 9 აბი და ფსიქოტროპული ნივთიერების (ფსევდოეფედრინი) შემცველობის პრეპარატი Goldax – 7 აბი აღმოაჩინეს სგპ „ვალეს“ მებაჟე ოფიცრებმა ასევე 29 ივნისს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მ.ა.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად.
ორივე საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები