სააგენტომ ზოოპარკის ტერიტორიაზე დეზინფექცია ჩაატარა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ზოოპარკის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ დეზინფექცია ჩაატარა. სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება პრევენციულ ხასიათს ატარებს და ინფექციის თავიდან აცილების მიზნით ტარდება. სპეციალური ხსნარით დამუშავდა შენობა-ნაგებობები, ვოლიერები, ტერასები. სპეციალისტების განმარტებით, ხსნარი, რომლითაც დეზინფექცია-დეზინსექცია-დერატიზაცია ჩატარდა, აბსოლიტურად უსაფრთხოა როგორც ადამიანებისა და ცხოველებისთვის, ასევე გარემოსთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები