ე.წ. ოდეერის სამსახური უქმდება

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” კანონპროექტში არსებული ცვლილებების მიხედვით, ე.წ. ოდეერის სამსახური უქმდება. კანონმდებლობაში მე-15 მუხლად კი ჩაიდო უსაფრთხოების ოფიცრის შესახებ განმარტება, ანუ ნებისმიერ სამსახურს თუ დასჭირდება აღნიშნული ოფიცერი, ისინი მოითხოვენ გააფორმებენ ხელშეკრულებას და ისინი აღნიშნულ მომსახურებას მიიღებენ. საკითხზე განმარტება შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ გააკეთა.
„ამ ინიციატივით ეს იქნება ნებელობითი ურთიერთობა. თუ ცალკეულ სამსახურს აქვს ინტერესი, რომ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციები იყოს დაცული, როგორც ეს მთელ რიგ განვითარებულ ქვეყნებშია, მას შეუძლია, სპეციალისტი იქირაოს, გააფორმოს მასთან ხელშეკრულება, სადაც ამ თანამშრომლობის სახეები და ფორმები იქნება განსაზღვრული, რათა სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის შემცველ ობიექტებში ის რეჟიმი იქნეს დაცული, რაც საიდუმლოების დაცვისა და სახელმწიფოს უსაფრთოებისთვის არის აუცილებელი”, – აცხადებს ლევან იზორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები