ირაკლი ფირცხალავა ე.წ. კორტების საქმის პროკურორის აცილებას ითხოვს

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა საქმის პროკურორის ამირან გულუაშვილის აცილებას ითხოვს და აცხადებს, რომ საქმის პროკურორს მის მიმართ პირადი ინტერესი აქვს. როგორც ფირცხალავამ აღნიშნა, 2006-2007 წლებში, როდასაც თავად კრიმინალურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, პროკურორმა დაურეკა და ერთ-ერთი დაკავებული პირის გათავისუფლება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.
ფირცხალავას ამ განცხადებას თავად პროკურორი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფირცხალავას არც ერთი განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. მისი მტკიცებით, 2006 წელს მესამე კურსის სტუდენტი იყო და პროკურატურაში ნამყოფიც არ იყო.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა ფირცხალავას ჰკითხა, დაესახელებინა პირის ვინაობა, რომლის გათავისუფლებასაც პროკურორი სთხოვდა, ასევე ტელეფონის ნომერი, რომლითაც პროკურორმა დაურეკა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ნათქვამის ნამდვილობა ეჭვის საფუძველს წარმოადგენდა.
მოსამართლემ პროკურორის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც ფირცხალავამ განაცხადა, რომ მის მიერ ნათქვამს მომდევნო სხდომებზე დოკუმენტურად დაადასტურებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები