შსს-მ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში, ერთობლივი ღონისძიების შედეგად, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში შემოსვლისას, 1971 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე აჰმეთ სამი ონეი დააკავეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული პირი ანკარის ინტერპოლის მიერ 21.02.2014 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.
აჰმეთ სამი ონეი დამნაშავედ ცნეს თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 103/1-ე, 53/1-2-3-ე, 103/6-ე და 62-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც მცირეწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

11651127_10153036501224779_1727478163_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები