არჩილ თალაკვაძე: ტერორიზმთან ბრძოლა გლობალური გამოწვევაა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ტერორიზმთან ბრძოლა გლობალური გამოწვევაა. მინისტრის მოადგილის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან ინფორმაციის აქტიური მიმოცვლა ხდება.
„ტერორიზმთან ბრძოლა არის გლობალური გამოწვევა. ჩვენ ინფორმაციის აქტიური მიმოცვლა გვაქვს და თანამშრომლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, არაერთი მიმართულებით ვმოქმედებთ. ეს არის კანონმდებლობის ადაპტირება ახალ რეალობაზე, ეს არის ჩვენი თანამშრომლების გადამზადება და რაც მთავარია, ეს არის რადიკალიზაციის წინააღმდეგ მიმართული სხვა პროგრამები, ეს არის სოციალური სპორტული პროგრამები თვითონ იმ ტერიტორიებზე, სადაც არსებობს რადიკალიზაციის საფრთხე და ამ შემთხვევაში ხეობაში. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამ შემთხვევაში დგას იმ ხაზზე, სადაც დანარჩენი მთავრობები, თუნდაც ევროპაში მოქმედებენ იმ მეთოდებით, როგორც ჩვენი პარტნიორები ევროკავშირის სივრცეში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები