ილია მეორე: აშშ-ში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდი შეცდომაა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აშშ-ში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას დიდ შეცდომას უწოდებს. ამის შესახებ ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. მისივე თქმით, ქართველმა ადამიანმა უნდა გაარჩიოს, სად არის კეთილი და ბოროტი და რა არის მისაღები და მიუღებელი.
“მედიიდან და პრესიდან ვიცით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა შტატში იყოს დაშვებული ერთსქესიანთა ქორწინება. ეს დიდი შეცდომაა და ამას ამბობენ თვითონ ამერიკელები, სასულიერო პირები. ამას ვადასტურებთ ჩვენც და ვამბობთ, რომ ეს არის დიდი შეცდომა”, – ბრძანა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები