მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გვირაბში სტიქიის დროს დაკარგული ავტომობილი იპოვეს
13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგული კიდევ ერთი ავტომანქანა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გირაბში გაჭედილი იოპოვეს. ამ წუთებში მისი ამოყვანის პროცესი მიმდინარეობს. ავტომობილი გვირაბში 300 მეტრის სიღრმეზე იყო გაჭედილი. მანქანა „ბე ემ ვე“-ს მარკისაა. ავტომობილის მფლობელის ვინაობა დგინდება. ადგილზე იმყოფება თბილისის მერი დავით ნარმანია და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
„გვირაბებეში სამაშველო სამსახურის მხრიდან ჩატარდა დათვალიერების ღონისძიება. არსებითი შეფერხება არსად არ აღმოჩნდა და გვირაბები არის თავისუფალი. დღევანდელი ოპერაცია, რომელსაც სამაშველო ჯგუფთან ერთად ვახორციელებთ, ითვალისწინებს იმას, რომ ეს ავტომობილი გვირაბიდან იქნას გამოტანილი, რათა გვირაბი სრულად გამოთავისუფლდეს. უახლოეს 3-4 დღეში ხეობის გაწმენდა მთლიანად მორჩება“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.