მეტროპოლიტენი დილიდან შეფერხებით მუშაობდა
დღეს დილიდან მეტროპოლიტენში შეფერხება იყო, რაც მეტროსადგურ „300 არაგველზე“ წნევის ძაბვის დაზიანებამ გამოიწვია. ამის შესახებ „კვირას“ მეტროპოლიტენის პრესცენტრში განუცხადეს.
„დღეს 06:28 საათზე მეტროსადგურ “300 არაგველში” დაზიანდა წნევის ძაბვის სახაზო გამთიშველი, რის გამოც თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლები მოძრაობდნენ ზონურად, კერძოდ ახმეტელის თეატრი – სადგურის მოედანი. 09:00 საათზე შეფერხება მოიხსნა და თბილისის მეტრომ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა მუშაობა. სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის“,-განაცხადეს მეტროპოლიტენში.