ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც არაგვის ხიდიდან გადავარდა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

24 წლის ლუკა ს-ია, რომელიც მცხეთაში, არაგვის ხიდიდან გადავარდა შპს „ჯეო ჰოსპიტალის“ მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც „კვირას“ სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
შემთხვევა არაგვის ხეობაში მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური გამოიძახეს. მაშველების ოპერატიულად მოქმედების შედეგად, ახალგაზრდა მდინარედან დროულად ამოიყვანეს.
როგორც „კვირას“ მცხეთის რაიონის სასწარაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, 24 წლის ლუკა ს-ს თავის არეში ღია ჭრილობა ჰქონდა მიღებული და ტვინის შერყევა აღენიშნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები