ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების ბრალდებით შსს-მ ერთი პირი დააკავა
შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული დავით ტ. ყაჩაღობის ბრალდებით ოზურგეთში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თანამზრახველთან ერთად, 14 აპრილს ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე „რომპეტრილის“ ბენზინგასამართ სადგურში ნიღბითა და პისტოლეტით შეიარაღებული შეიჭრა, ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 300 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ნიღბები და ცეცხლსასროლი იარაღი შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).