მოსკოვში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)

ორი ადამიანი დაიღუპა მოსკოვში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. სწრაფად მოძრავი Porsche-911 ტროტუარზე ავარდა და ბოძს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანა შუაში გადატყდა. საგზაო ინსპექციის ინფორმაციით, ავარიის მიზეზი სიჩქარის გადამეტება და სველი გზის საფარი იყო. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები