უკრაინის ფინანსთა მინისტრი საგარეო კრედიტორებისთვის ვალების გადახდის შეწყვეტას გეგმავს

უკრაინის ფინანსთა მინისტრმა ნატალია აირესკომ განაცხადა, რომ მთავრობა საერთაშორისო კრედიტორებისთვის ვალების გადახდის შეწყვეტას აპირებს.
„მთავრობა კანონიერი უფლების გამოყენებას და საერთაშორისო კრედიტორებისთვის ვალების გადახდის შეწყვეტას აპირებს. ამან უკრაინის ეკონომიკა უნდა გადაარჩინოს და მისი ფინანსური რესურსები შეინარჩუნოს“, – განაცხადა იარესკომ. ასევე იარესკო უკრაინაში დეფოლტის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. შექმნილ მდგომარეობაში მან უცხოელი კრედოტორები დაადანაშაულა. ამის საპასუხოდ კრედიტორთა საბჭომ მოუწოდა იარესკოს, არ დაამახინჯოს ფაქტები ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრის წინ.
ამჟამად უკრაინის საგარეო ვალი 70 მილიარდ დოლარს შეადგენს. აქედან 22 მილიარდი – კერძო კრედიტორების მიერ გამოყოფილი თანხებია. ბოლო დღეებში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კრედიტორებზე ზეწოლა გააძლიერა, რათა მათ ვალების რესტრუქტურიზაციას დათანხმდნენ. ფონდის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ის უკრაინის მხარდაჭერას იმ შემთხვევაშიც გააგრძელებს, თუ ქვეყანა კერძო კრედიტორების დავალიანების გადახდაზე უარს განაცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები