სერგეენკო: ყველა სამინისტროს, მათ შორის ჯანდაცვის უწყებას, აქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც საიდუმლოა

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ხელისუფლებას კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების გეგმა არ გააჩნია, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ყველა სამინისტროს, მათ შორის ჯანდაცვის უწყებას, აქვს შვიდი ძირითადი სამოქმედო გეგმა, რომლებიც არის საიდუმლო დოკუმენტები და რომლის დანიშნულებაცაა ასეთ და სხვა, მაგალითად, საომარ სიტუაციებში მოქმედების გეგმა. ის გეგმა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა გაწერილი და განახლებული, განუხრელად შესრულდა ამ მძიმე დღეების განმავლობაში“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისივე თქმით, წყალდიდობები და დამდგარი წყლის რისკები ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე კარგად შესწავლილი ფენომენია. როგორც მინისტრმა აღნიშნა, არსებობს ცალსახა სამოქმედო გეგმა და ჯანდაცვის სამინისტრო სწორედ ამის შესაბამისად იქცეოდა.
„რაც შეეხება სტიქიით დაზარალებულთათვის ფსიქოლოგიური დახმარების აუცილებლობას, სტიქიიდან მეორე დღესვე ფსიქოლოგიური დახმარება დაზარალებულებს ეწევათ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ბავშვებზე. ფსიქოლოგები ამ პროცესში უკვე ჩართულები არიან”, – აღნიშნა მინისტრმა.
სერგეენკომ ასევე მოსალოდნელ ეპიდემებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამის საშიშროება არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები