ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ბესარიონ აბაშიძე დაეწრო.

შეხვედრის მონაწილეებმა “საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის (2014 წლის 10 იანვრის №46) დადგენილების ცვლილებების პროექტი განიხილეს.

ცვლილების მიზანია ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს შორის ურთიერთობის გამჭირვალე მექანიზმების ჩამოყალიბება, ხე-ტყის აღრიცხვისა და კონტროლის გაუმჯობესება, ასევე სახერხი საამქროს ელექტრონული მართვის სისტემის დანერგვა, რაც უზრუნველყოფს სახერხი საამქროს მართვის უფრო გამჭირვალე და მარტივი მექანიზმის ჩამოყალიბებას.

შეხვედრაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო სააგენტოს და გარემოსა და ბუნებრივი რესურესების დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები