მიხეილ სააკაშვილი თბილისის სტიქიისგან დაზარალებულ ბავშვებს ოდესაში დაასვენებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, სტიქიის დროს დაზარალებული ბავშვები ოდესაში დაისვენებენ.
როგორც სააკაშვილი აცხადებს, აღნიშნულ საკითხზე თბილისის მერიას დაუკავშირდებიან.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, ბიზნესმენების ადგილობრივ ჯგუფთან ერთად, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვები მთელი ზაფხული დავასვენოთ ოდესაში, საუკეთესო პირობებში, მოვუხსნათ სტრესი. უსაფრთხოების საკითხების მოგვარების შემდეგ, როდესაც თბილისის ზოოპარკი აღდგება და განათავსებს ცხოველებს უკეთეს და უფრო დაცულ გარემოში, ოდესის ზოოპარკი თბილისის ზოოპარკს ცხოველებსაც გადმოსცემს, რაც იქნება სოლიდარობის გამოხატვა. ძალიან ბევრი უკრაინელი შეგვეხმიანა და ჩვენ მივხვდით კიდევ ერთხელ, თუ რამდენად დიდია სიყვარული და მეგობრობა უკრაინაში საქართველოს მიმართ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები