“თელასი” განცხადებას ავრცელებს

კომპანია “თელასი” განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, დღეს, 10:10 საათზე, დაზიანდა 35-კილოვოლტიანი საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების „ვერა-1“ და „ვერა-2“ ერთ-ერთი მონაკვეთი, თამარ მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 22 ათასამდე აბონენტს – დიდუბე-ჩუღურეთის ნაწილს, რუსთაველის გამზირს და კოსტავას ქუჩის ნაწილს.

სს „თელასის“ ტექნიკური სამსახური აწარმოებს აღდგენით სამუშაოებს და ელექტრომომარაგება დღის ბოლომდე აღდგება”, – აცხადებენ “თელასში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები