„სამწუხაროდ, სტიქიურმა უბედურებამ პრობლემები ბიზნესსაც შეუქმნა“

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, თბილისში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ რამდენიმე ბიზნესი სერიოზულად დააზარალა, თუმცა მინისტრი თვლის, რომ ეკონომიკური აქტივობის ზრდა გაგრძელდება.
როგორც ხადური აცხადებს, წლის განმავლობაში, ეკონომიკური აქტივობის ზრდას ქვეყანა მაინც ელოდება.

„სამწუხაროა, თუმცა ეს სტიქიური პრობლემები ბიზნესსაც პრობლმას უქმნის. რამდენიმე ბიზნესი სერიოზულად დაზარალდა სტიქიის დროს, მაგრამ ეკონომიკური აქტივობის ზრდას მაინც ველოდებით, რადგან მიგვაჩნია, რომ ისეთი ღონსძიებები, როგორიც არის EBRD-ის შეხვედრა, რომელიც საქართველოში გაიმართა, ასევე შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, გაზრდის ქვეყნის ცნობადობას და ინვესტიციებს საქართველოში“, – განაცხადა ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები