„ეკონომიკის ზრდა დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევაა“
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის შეფასებით, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარება, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც გიორგი ქადაგიძე აცხადებს, მსგავსი ტიპის შეხვედრები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანას შეუძლია თავის პოტენციალზე ისაუბროს.