“ვითიბი ბანკმა” სტიქიით დაზარალებულთა დახმარების თანხა ოთხჯერ გაზარდა
“ვითიბი ბანკის” გენერალური დირექტორის არჩილ კონცელიძის განცხადებით, თბილისის სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა, ახალი რეალობიდან გამომდინარე, დღითიდღე იზრდება.
მისივე თქმით, ამის გამო “ვითიბი ბანკმა” სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად თანხა 2014 წლის მოგების 1%-მდე გაზარდა.
“ახლა უფრო ნათელი გახდა, რომ კომერციული ორგანიზაციების მხრიდან გაწეული ფინანსური მხარდაჭერა საკმარისი არ არის. შესაბამისად, “ვითიბი ბანკმა” მიიღო გადაწყვეტილება ოთხჯერ გაზარდოს შენატანის თანხა 207 575 ლარამდე, რაც შეესაბამება ბანკის 2014 წლის მოგების 1%-ს. ამის გარდა “ვითიბი ბანკი” მიზანმიმართულად ეხმარება წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ორგანიზაციებს. ამ მომენტისთვის ეს არის ყველაზე დიდი შენატანი ფინანსურ ინსტიტუტებს შორის. მივმართავთ სხვა ორგანიზაციებს, სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად, გადახედონფინანსური დახმარების ოდენობას“, – განაცხადა “ვითიბი ბანკის” ხელძმძღვანელმა ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიასთან და თბილისის ვიცე მერთან დიმიტრი ქუმსიაშვილთან შეხვედრაზე.