ბიძინა ივანიშვილი: ნაციონალური მოძრაობის, “რუსთავი 2”-ისა და ალასანიას იდეოლოგია ერთნაირია

“ნაციონალური მოძრაობის, “რუსთავი 2”-ისა და ალასანიას იდეოლოგია ერთნაირია, ამიტომაც თქვენი ხშირი სტუმარია, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ირაკლი ალასანიაც და “რუსთავი 2”-იც იტყუება.
“რუსთავი 2“ და ალასანია შემიძლია მივაბა ამ მხრივ ერთმანეთს,  თქვენ ძალიან გავხართ ერთმანეთს. „ნაციონალური მოძრაობის“, ალასანიას და „რუსთავი 2“-ის იდეოლოგია ერთნაირია ამიტომ სულ თქვენი სტუმარია. ძალიან ბევრს ცრუობთ თქვენ, ძალიან ბევრს ცრუობს ალასანია. ტაბულაც მანდვეა, მაგრამ თქვენ უფრო კორექტურები ხართ,  ვიდერე „რუსთავი 2“, მაგრამ თქვენც ძალიან ცდილობთ,  ინტრიგნულ კითხვებს სვამთ, მაგრამ რასაც “რუსთავი 2″  კადრულობს, იმას  თქვენ არ კადრულობთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები