საკრებულოს დეპუტატები სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მუშაობას აგრძელებენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები დედაქალაქში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ლიკვიდაციაში აქტიურად არიან ჩართულნი. წუხანდელი ღამიდან ყველა სამაჟორიტარო ბიუროა მომბილიზებული, სადაც სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების საგნები და ნივთები გროვდება.
ამ დროისთვი მძიმე ვითარება რჩება ვაკისა და საბურთალოს რაიონებში.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბგაშვილი და საკრებულოს წევრები მოსახლეობის დახმარებისა და ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობის მიზნით გმირთა მოედანთან, სვანიძის ქუჩაზე, ასევე ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიასა და ვაკე-საბურთალოს გზაზე გუშინდელი ღამიდან არიან მობილიზებულები. პირველ ეტაპზე, ვაკისა და საბურთალოს რაიონის გამგეობები ამავე რაიონებოს მაჟორიტარებთან ერთად 260-ზე მეტ ადამიანს ქირით უზრუნველყოფენ.
სტიქიით დაზარალებულთა აღრიცხვა და მათი განთავსების პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები