დავით აღმაშენებლის აკადემია წარჩინებულ სტუდენტებს ივლიტა ჯიბუტის სახელობის სტიპენდიას დაუწესებს

დავით აღმაშენებლის აკადემია წარჩინებულ სტუდენტებს ივლიტა ჯიბუტის სახელობის სტიპენდიას დაუწესებს! როგორც “კვირასთან“ საუბრისას აკადემიის რექტორმა ნანა ჯიქიამ აღნიშნა, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც წელს და მომდევნო წლებში ჩაირიცხებიან დავით აღმაშენებლის აკადემიაში და სასწავლო კურსს მაღალი შეფასებით დახურავენ, ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით სტიპენდია გადაეცემათ.
რექტორი განმარტავს, რომ თუ სტუდენტები წარჩინებით გააგრძელებენ სწავლას, სტიპენდია მომდევნო კურსებზეც შეუნარჩუნდებათ. ამასთან, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებიდან 5 აბიტურიენტი, რომელიც ჩააბარებს დავით აღმაშენებლის აკადემიაში, სწავლის გადასახადისგან გათავისუფლდება.
“ჩვენმა უნივერისტეტმა დააწესა სტიქიის შედეგად დაღუპული გოგონას – 24 წლის ივლიტა ჯიბუტის სახელობის სტიპენდია წარჩინებული სტუდენტებისათვის, ანუ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩვენს აკადემიაში ჩაირიცხებიან და წარჩინებით დახურავენ სასწავლო კურსს, ყოველთვიურად სტიპენდიის სახით გადაეცემათ 100 ლარი. ასევე დაზარალებული ოჯახებიდან 5 ახალგაზრდა, ვინც ჩვენს უნივერსიტეტში ჩააბარებს, ისწავლის უფასოდ. ჩვენი აკადემიის სურვილია, რომ გარკვეული წვლილი შეიტანოს დაზარალებული ოჯახების დახმარებაში“, -აღნიშნა “კვირასთან“ საუბრისას ნანა ჯიქიამ.
აკადემიის რექტორის ნანა ჯიქიას შესაბამისი ბრძანება უკვე განთავსდა აკადემიის ოფიციალურ ვებგვერდზე.
11647385_381870815352441_838048918_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები