ვახტანგ გომელაური დავით გაბიტაშვილის სამძიმარზე – „კვირას“ ექსკლუზიური ფოტო
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის დროს დაღუპული დავით გაბიტაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. მინისტრი „კვირას“ გადამღებმა ჯგუფმა სულხან ცინცაძის ქუჩაზე შემთხვევით დააფიქსირა.
შეგახსნებთ, რომ 1975 წელს დაბადებული დავით გაბიტაშვილი სტიქიის შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა, მისი ცხედარი მოხალისეებმა 16 ივლისს „მზიურის“ პარკში იპოვეს.