სოლიდარობა ზურაბ გურიელიძეს – კანცელარიასთან აქცია გაიმართა

სოლიდარობა ზურაბ გურიელიძეს – მთავრობის ადმინისტრაციის წინ ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
„არ დაგაჭერინებთ ზურაბ გურიელიძეს“, – აქციის მონაწილეები აღნიშნულ სიტყვებს სკანდირებენ.
სოციალურ ქსელში აქცია რამდენიმე საათის წინ დაანონსდა. შეგახსენებთ, რომ ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე მოადგილესთან ერთად თბილისის მთავარ პროკურატურაში ორი საათის განმავლობაში იკითხებოდა.
როგორც გურიელიძემ უწყებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, საგამოძიებო უწყებას მასთან კითხვები დღევანდელი ფაქტის გარშემო ჰქონდა.
დღეს „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე სტიქიის დროს თბილისის ზოოპარკიდან გაქცეულმა ვეფხვმა ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე მოქალაქე ოთარ ცუხიშვილი სასიკვდილოდ დაგლიჯა. მომხდარზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები