კანცელარიასთან დღეს ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება

საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან 20:00 საათზე ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორია სამოქალაქო აქტივისტი პაატა საბელაშვილი. ამ წუთებში პროკურატურაში ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის დაკითხვა დაიწყება. თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე და მისი თანამშრომლები პროკურატურაში დაკითხვაზე ცოტა ხნის წინ დაიბარეს. განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გურიელიძის დაკითხვის პროცესს საიას-ს ადვოკატი ლევან ვეფხვაძე დაესწრება. გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე დაიწყო. სოციალური ქსელის მეშვეობით მოქალაქეებმა პეტიციაზე ხელის მოწერა დაიწყეს, რომლის საშუალებით მოქალაქეები ხელისუფლებას სთხოვენ არ დააკავონ ზურაბ გურიელიძე. ცოტა ხნის წინ „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მტაცებელმა მამაკაცი დაგლიჯა. რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფორმაციით, რეანიმაციული ღონისძიების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები