საქართველოს მუსლიმთა სამმართველო სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარა

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარა. პროდუქტი, სამუშაო იარაღები და სხვა ნივთები მუფტებმა და შეიხმა თავად გადასცეს თბილისის მერ დავით ნარმანიას. გარდა ამისა, სტიქიის ზონაში მომუშავე მერიისა და სხვადასხვა უწყების თანამშრომლებთან ერთად, ტერიტორიაზე მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა.
საქართველოს მუსლიმთა სამმართველო სტიქიით შედეგად დაზარალებულთათვის დასახმარებლად 13 000 ლარს გადარიცხავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები