ეკონომიკის სამინისტრო დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარა

წყნეთში, სამთავრობო აგარაკზე დაბინავებულ ოჯახებთან, რომლებიც ახალდაბაში სტიქიისგან დაზარალდნენ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში ურთიერთობენ.

ყველა მოთხოვნას, რომლებიც წყნეთში მყოფ ბავშვებსა და მშობლებს შეიძლება გააჩნდეთ, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი ყოველდღიურად ინიშნავს და ორგანიზებას უწევს სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მისდამი დაქვემდებარებული უწყებების დახმარებით ამ მოთხოვნების უზრუნველყოფას.

სამინისტროს წარმომადგენლები დღესაც იმყოფებოდნენ წყნეთში, სადაც ბავშვებს სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, საქართველოს აეროპორტის გაერთიანებისა და აკრედიტაციის ცენტრის მიერ მოწოდებული ნივთები მიუტანეს. წყნეთში განთავსებული ოჯახები დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თბილისის მერმა და მთავრობის წევრებმა მოინახულეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ვიცე-პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, სოფელ ახალდაბაში სტიქიისგან დაზარალებული ოცამდე ბავშვი მშობლებთან ერთად წყნეთში გუშინ, 15 ივნისს დაბინავდნენ. დაზარალებული ოჯახები წყნეთის სამთავრობო აგარაკზე ახალდაბაში გზისა და კომუნიკაციის სრულ აღდგენამდე დარჩებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები