ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები სტიქიით დაზარალებულთათვის 10 000 ლარს გადარიცხავს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ერთობლივი გადაწყვეტილებით ადგილობრივი თვითმმართველობა თბილისში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას ფულადი შემოწირულობით დაეხმარება.
თანხას თანამდებობის პირები, საჯარო მოხელეები, საკრებულოს წევრები, ოზურგეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები გაიღებენმუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით ვინაიდან, სტიქიით დაზარალებულებს კვების პროდუქტებით, ტანსაცმლითა და ჰიგიენური საშუალებებით სხვადასხვა კერძო კომპანიები და რეგიონები აქტიურად ეხმარებიან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივით  დაზარალებულებს დახმარება ფულადი სახით გაეწევა.
სპეციალურად გახსნილ ანგარიშზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლების პირადი შემოწირულობით 10 000 ლარი გადაირიცხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები