„Saakashvili go home“ – ოდესაში გამართულ აქციაზე სააკაშვილს სახლში დაბრუნებას ურჩევენ

ოდესაში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ოლქის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს „სახლში გამგზავრება“ ურჩიეს. ეს მოთხოვნა ორგანიზაცია „კულიკოვოს ველის“ 500-დე აქტივისტმა საპროტესტო აქციაზე გამოთქვა. „112.ua“-ს ცნობით, მიტინგის მონაწილეებმა ოდესის ოლქის გუბარნატორად სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს. „ჩვენ დაგვინიშნეს გუბერნატორი, რომელსაც ოდესასთან არანაირი კავშირი არა აქვს. ოდესელებო, რა, ჩვენს შორის ღირსეული ადამიანები არ არიან?“, – აცხადებს მიტინგის ერთ-ერთი აქტივისტი ალექსეი ცვეტკოვი. მიტინგის მონაწილეებს პლაკატები ეჭირათ წარწერებით: „Saakashvili go home“, „Free Buzila“, „გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები“. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორად მიხეილ სააკაშვილი მაისის ბოლოს დანიშნა. მანამდე სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები