ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქს მადლობას უხდის

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პატრიარქს მადლობას უხდის. მთავრობის მეთაურის განცხადებით, დღეს არის საყოველთაო გლოვის დღე და ისინი სიონის ტაძარში უწმინდესის თხოვნით შეიკრიბნენს.
როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს სიონის საკათედრო ტაძარში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ პანაშვიდის დასრულების შემდეგ განუცხადა, ამ გასაჭირს ქართველი ხალხი ერთად გადაიტანს.
“მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს იმისთვის, რომ ამ დღეს ჩვენ ყველანი გაგვაერთიანა. დღეს კიდევ ერთხელ მივუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს, დაკარგულების ოჯახებს. ჩვენ გვინდა ვუსურვოთ მხნეობა, ჩვენ გვესმის რომ ძალიან მძიმეა ეს წუთები მათთვის, მაგრამ ჩვენ ამ გასაჭირს, ამ განსაცდელს ერთად გადავიტანთ დარწმუნებული ვარ”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები