ახლობლები სამ დაკარგულ ახალგაზრდას ამ დრომდე ეძებენ

ახლობლები სამ დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, დები ინდირა და ლიზა ზარანდიები, 27 წლის სერგო კაპანაძესთან ერთად თავისუფლების მოედნიდან დელისის მეტროს მიმართულებით ტაქსით მგზავრობდნენ. დები ზარანდიები 22 და 25 წლის არიან. მათთან კონტაქტი დაახლოებით ათ საათზე გაწყდა და დაკარგულებს  მობილურ ტელეფონზე ვეღარ უკავშირდებიან.

ახლობლებმა მიმართეს ყველა შესაბამის უწყებას, თუმცა მათ შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ახლობლები აღნიშნულ ნომერზე დაკავშირებას და ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ – 591 017 119

“ოჯახის წევრებმა შემოიარეს საავადმყოფოები, ყველგან ეძებენ, მაგრამ ვერ ხერხდება მათი პოვნა“,-განუცხადა “კვირას“ ინდირა ზარანდიას ერთ-ერთმა ახლობელმა.

11422712_380317192174470_187052537_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები