ხელოვანები მანანა ბერიკაშვილის გადადგომას ითხოვენ

  კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა კულტურის მინისტრის მოადგილის მანანა ბერიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით, სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან დღეს აქცია გამართეს. საპროტესტო აქცია კინორეჟისორმა ლევან ანჯაფარიძემ, თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან განთავისუფლებულმა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა მარინა მიქაუტაძემ და სხვა პირებმა გამართეს. ხელოვანები პრემიერ – მინისტრისგან კინომატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გამოვლენილი კანონდარღვევის ფაქტებზე რეაგირებას ითხოვენ. ლევან ანჯაფარიძე მანანა ბერიკაშვილს კინოცენტრის დირექტორის – ნანა ჯანელიძის ლობირებაში, ხოლო მარინა მიქაუტაძე კულტურის მინისტრის მოადგილეს თეატრალური უნივერსიტეტის რექტორის – გიორგი მარგველაშვილის ლობირებაში ადანაშაულებს. ანჯაფარიძის განმარტებით, სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმებზე კონკურსი კანონდარღვევით ჩატარდა.
“ჩემი სიმართლე კულტურის სამინისტრომ და სახელმწიფო აუდიტმაც დაადასტურა, თუმცა კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებიათ. მას ხელს მისი ლობისტი მანანა ბერიკაშვილი აფარებს. მე ნანა ჯაფარიძის თანამდებობიდან გადადგომას ვითხოვ”, _ განაცხადა ლევან ანჯაფარიძემ. მარინა მიქაუტაძის თქმით კი, იგი თეტრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორის გიორგი მარგველაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას, ასევე აღნიშნულ უნივერსიტეტში გამოვლენილი კანონდარღვევის ფაქტებზე პროკურატურის რეაგირებას ითხოვს. აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრს მიმართეს, შეხვდეს და მათ სამართლიან მოთხოვნებზე რეაგირება მოახდინოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები