ოზურგეთში მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ოზურგეთის რაიონის სოფელ შეკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მდინარეში გადავარდა. აღნიშნულის შედეგად მანქანაში მყოფი ორი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები