ქუთაისში ქალს მანქანა დაეჯახა

ქუთაისში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე ფეხით მოსიარულე ქალს ავტომანქანა დაეჯახა. დაზარალებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მას მსუბუქი დაზიანებები აქვს მიყენებული.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციითვე, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები