პაციენტი, რომელიც ქუთაისის საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოხტა, დაიღუპა

ქუთაისში კლინიკური საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან პაციენტი გადმოხტა. 65 წლის ქალბატონი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
შემთხვევა 10 ივნისს, დაახლოებით 21 საათზე მოხდა. ჯერ-ჯერობით უცნობია თვითმკვლელობის მიზეზი.
„კვირასთვის“ ცნობილი გახდა, რომ პაციენტმა კლინიკას 6 ივნისს მიმართა და ოთხი დღის განმავლობაში მკურნალობდა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. როგორც უწყებაში განმარტავენ, პაციენტი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები