ახალციხეში მამაკაცმა, სავარაუდოდ, მეუღლესთან კონფლიქტის შემდეგ თავი მოიკლა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის ფაქტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა მეუღლესთან კონფლიქტის შემდეგ, სანადირო თოფით თავი მოიკლა. 1971 წელს დაბადებულ გ.კ–ს ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევა 9 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა.

გარდაცვლილის მეზობლების ინფორმაციით, მომხდარ ფაქტამდე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ცოლ–ქმარს კონფლიქტი ხშირად მოსდიოდა.

შსს–ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები